ამინდი და წყლის ტემპერატურა ბათუმში: 14 დღის ზუსტი პროგნოზი

გამოწერა
ბათუმში - სითბო, ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმები და სუსტი ქარია მოსალოდნელი.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. უკვე აგვისტოა და საზღვაო სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. თუ დავუჯერებთ სინოპტიკოსებს, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ბათუმში მოსალოდნელია თბილი ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმები.

ტურისტები ჯვრის მონასტერთან - Sputnik საქართველო
ამინდი და წყლის ტემპერატურა საქართველოში აგვისტოში: ზუსტი პროგნოზი

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ხანმოკლე წვიმებს, რომელიც უპირატესად ღამის პერიოდშია მოსალოდნელი, მზიანი ამინდი შეცვლის, რაც ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს მზისა და ზღვის აბაზანების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

14 დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 29-30 გრადუსი იქნება, მინიმალური — 21.

დაუბერავს მსუბუქი ბრიზი — სუსტი, ცვალებადი ქარი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

აგვისტოში წყლის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება. ამასთან, წყლის მინიმალური ტემპერატურა იქნება 24 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური — 29 გრადუსი.

მზის ამოსვლის ხილვა ბათუმში დაახლოებით 6:08 საათზე იქნება შესაძლებელი, მზის ჩასვლის კი — 20:20 საათზე.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0