საქართველოში ტრანსცხიმების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო

© Fotolia / Sea Waveკარაქი
კარაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ კვების პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. რეალიზაციისთვის განკუთვნილ კვების პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობის შეზღუდვის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალაში 1 აგვისტოდან შევიდა.

ფინჯანი ყავა - Sputnik საქართველო
11 ივლისის დღის მთავარი თემა – ყავა სასარგებლოა თუ მავნებელი?

ტრანსცხიმები — ეს არის ცხიმები, რომლებიც შეიცავს გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების ტრანსიზომერებს. მათ სპეციალური დამუშავებით მცენარეული ზეთისგან აწარმოებენ. ასეთი პროდუქტების ჩამონათვალში შედიან მარგარინის, ნახევარფაბრიკატების, საკონდიტრო ნაწარმის რამდენიმე სახეობა, ჩიფსები და ა.შ.

ამიერიდან საქართველოში კვების პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს 100 გრამ მცენარეულ ცხიმზე. ასევე შემოდის აკრძალვა ტრანსცხიმების გამოყენებაზე 7 წლამდე ასაკის ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებაში.

ერთ-ერთი ყველაზე საშიში პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, მარგარინია, განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ გახოკიძემ.

პროფესორი საზოგადოებას მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ კვების პროდუქტებზე დატანილ ეტიკეტებში მოცემულ ინფორმაციას ცხიმის შემცველობის შესახებ. თუ ინგრედიენტების ჩამონათვალში ჰიდროგენური ან ნაწილობრივ ჰიდროგენური ცხიმია, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი ტრანსცხიმებს შეიცავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2011 წელს მსოფლიოს კვების პროდუქტებში ტრანსცხიმების გამოყენების სრულად აკრძალვისკენ მოუწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0