ზარები პაპუა-ახალი გვინეადან: თაღლითობის ახალი სახეობა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მცხოვრებთ მასობრივად ურეკავენ პაპუა-ახალი გვინეადან.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. მობილური კავშირის ოპერატორი საქართველოში, კომპანია Magticom-ი საკუთარ აბონენტებს მოუწოდებს, არ გადარეკონ ზარებზე, რომლებიც პაპუა-ახალი გვინეადან შემოვიდა.

უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელ Facebook-ის ქართულ სეგმენტში განიხილება ზარები, რომლებიც მობილურ ტელეფონებზე განხორციელდა პაპუა-ახალი გვინეადან ნომრებიდან: 0067570894048; 0067570894045; 0067570894046. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები იუწყებიან, საფასურის ჩამოჭრა შემომავალი ზარის შემთხვევაშიც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ის უფასოა.

"სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ", — ნათქვამია Magticom-ს განცხადებაში.

მონაცემთა დამუშავება - Sputnik საქართველო
შსს-მ კომპიუტერული თაღლითობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

კომპანიაში აგრევე აცხადებენ, რომ საეჭვო უცხოურ ნომრებს მაშინვე ბლოკავენ.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, რადგან მსგავსი განცხადებით არავის მოუმართავს.

ყველა ახალი ამბავი
0