რა ელის თბილისის „ხრუშჩოვკებს": მერობის კანდიდატის გეგმები

© Sputnik / Alexander Imedashviliდაშენება თბილისურ ხრუშოვკაზე
დაშენება თბილისურ ხრუშოვკაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ე.წ. "ხრუშჩოვკების" ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოწურულია.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში „ხრუშჩოვკების" თანამედროვე შენობებით ეტაპობრივ ჩანაცვლებას გეგმავს.

1960-იან წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციის ვადა 50 წელს შეადგენს. გარდა ამისა, „ხრუშჩოვკების" ნაკლს მინიმალური საცხოვრებელი ფართობი და დაბალი ჭერი წარმოადგენს.

„თბილისში „ხრუშჩოვკების" დრო დიდი ხანია დასრულდა. არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომლებსაც კარგა ხანია გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა და თავისი მიშენება-დაშენებებით კიდევ უფრო ავარიული და უსახური გახდნენ. ჩვენ გვაქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროექტი „ხრუშჩოვკების" ეტაპობრივი ჩანაცვლების შესახებ, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ დედაქალაქის მოსახლეობას", — განაცხადა კალაძემ ვიდეომიმართვისას, რომელიც Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

ახალი სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
სამშენებლო ბაზრის მიმოხილვა: სამშენებლო ბუმი საქართველოში და ცვლილებების დრო

კალაძის თქმით, ის მოქალაქეები, რომლებიც „ხრუშჩოვკებში" ცხოვრობენ, ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილი იქნებიან ბინით ან შესაბამისი კომპენსაციით საკუთარი არჩევანის მიხედვით.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, უახლოეს პერიოდში ის აპირებს წარადგინოს პროგრამული ხედვა, რომელშიც „ხრუშჩოვკების" საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

ამჟამად თბილისში 700-მდე შენობა დგას, რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოიწურა.

ყველა ახალი ამბავი
0