ჰერბერტ ზალბერი თანამდებობას ტოვებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰერბერტ ზალბერი, რომლის გაწვევას ცოტა ხნის წინ საქართველო მოითხოვდა, 1 სექტემბრიდან ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გერმანიის ელჩის პოსტს დაიკავებს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ჰერბერტ ზალბერი 15 აგვისტოდან საქართველოში სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს დატოვებს, იუწყება РИА Новости ევროკავშირის წყაროზე დაყრდნობით.

„ის 15 აგვისტოდან მიდის, ამჟამად ახალი კანდიდატის ძებნა მიმდინარეობს", — განუცხადა სააგენტოს მოსაუბრემ.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს აცნობეს ვაკანსიის შესახებ, რომელიც თავისუფლდება. დანიშვნის პროცედურა შეიძლება ერთიდან სამ თვემდე გაგრძელდეს, ამასთან, როდესაც თანამდებობას ფილიპ ლეფორი ტოვებდა, სპეციალური წარმომადგენლის ჩანაცვლება ხუთ თვეს გაგრძელდა.

ზალბერს უკავშირდება დიპლომატიური სკანდალი, გამოწვეული იმით, რომ მან ცხინვალში ვიზიტისას, ანატოლი ბიბილოვს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
დიპლომატიური სკანდალი: საქართველოს საგარეო უწყებაში ევროკავშირის ელჩი დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებებისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი დაიბარეს, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს" არ ცნობს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჰერმანმა აღნიშნა, რომ ზალბერმა საკუთარ სიტყვებზე პასუხი თავად უნდა აგოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ საქართველო ზალბერის სიტყვებზე ევროკავშირის ხელმძღვანელობის რეაგირებას ელოდება.

საქართველოს მთავრობაში ასევე ჟენევის მოლაპარაკებებიდან ზალბერის ჩამოშორების შესაძლებლობის შესახებ განაცხადეს.

მაისში ჰერბერტ ზალბერი ეწვია თბილისს, სადაც საკუთარი ქმედება საქართველოს წარმომადგენლებს განუმარტა და განაცხადა, რომ „ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას".

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, მათ შორის საქართველოს სიტუაციისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ჩათვლით, და აგრეთვე რეგიონალური ურთიერთქმედების ხელშეწყობა. ის ასევე ევროკავშირის სახელით სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა და ეუთოს მინსკის ჯგუფის ღონისძიებათა მხარდაჭერის მიზნით სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან რეგულარულ კონსულტაციებს ატარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0