რიკოთის საავტომობილო გვირაბი ღამით დაიკეტება

გამოწერა
00:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე რიკოთის გვირაბი დაიკეტება.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის გზის რიკოთის საავტომობილო გვირაბი 1 აგვისტოს ღამით დაიკეტება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

რკინიგზის ლიანდაგი - Sputnik საქართველო
საქართველოში გვირაბი ჩამოინგრა: უსაფრთხოების ზომები დაცული იყო

რიკოთის გვირაბი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კილომეტრზე მდებარეობს. ის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს.

"გვირაბის მართვის ავტომატიზებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით 2017 წლის 1 აგვისტოს ღამის 00:00 სთ-დან დილის 05:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", — ნათქვამია განცხადებაში.

მძღოლებს შეუძლიათ შემოვლითი გზით ისარგებლონ, რომლის ორ მონაკვეთზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

ყველა ახალი ამბავი
0