საქართველოში გვირაბი ჩამოინგრა: უსაფრთხოების ზომები დაცული იყო

© photo: Sputnik / İgor Ageyenko / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზის ლიანდაგი
რკინიგზის ლიანდაგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ხარაგაულის რაიონში სოფელ ანეულთან რკინიგზის გვირაბის მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული, ნათქვამია კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ განცხადებაში, რომელიც გვირაბს აშენებდა. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლიბისას მუშები დაშავდნენ

შაბათს, გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ორი მუშა დაშავდა. მათ სხეული მძიმე დაზიანებები მიიღეს, რომელთაგან ერთ-ერთი ხაშურში მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს, მეორე კი თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტში“ მოათავსეს.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში, დაზარალებული მუშებისთვის უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობით. ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა უბედური შემთხვევის შემდეგ უმალ მოახდინეს რეაგირება, რათა დაშავებულებს სამედიცინო დახმარება სასწრაფოდ აღმოჩენოდათ“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაასაჯაროვა.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი სრულად დაფარავენ დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს.

პარალელურად, შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0