თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლიბისას ორი მუშა დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
დაშავებულთაგან ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის თბილისში გადაიყვანეს. მეორე დაშავებული კი ხაშურში გადის მკურნალობას.
თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა გვირაბის ნაწილის ჩამოშლამ გამოიწვია. სამუშაოებს ჩინური კომპანია აწარმოებდა.