თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. რუსულმა ტელეარხმა НТВ-მ ახალ საერთაშორისო პროექტზე Ты супер! Танцы კასტინგების დასრულების შესახებ განაცხადა. უნიკალური პროექტი მშობლების მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ცეკვის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება, ნათქვამია ტელეარხის პრეს-რელიზში.
ტელეარხმა НТВ-მ ათასამდე განაცხადი მიიღო: მასშტაბურ კასტინგებში მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა, რომლებიც ცხოვრობენ ბავშვთა სახლებში, სკოლა-ინტერნატებსა და მიმღებ ოჯახებში. შერჩევაში მონაწილეობდნენ ბავშვები 12 ქვეყნიდან: რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, მოლდოვიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან და უკრაინიდან.
შთამბეჭდავია მონაწილეთა გეოგრაფია რუსეთის მასშტაბით: ხაბაროვსკის მხარიდან (მათ შორის, კასტინგი გაიარეს ბავშვებმა, რომლებიც ულჩებსა და ნანაელებს წარმოადგენენ) ორლოვის ოლქამდე, მურმანსკიდან ჩრდილოეთ ოსეთამდე.
ყველაზე პატარა მონაწილე შვიდი წლის არის, ყველაზე უფროსები 18 წლის არიან. ბავშვებს შორის, რომლებმაც კასტინგი გაიარეს, ოთხი წყვილი ტყუპია. პროექტში მოხვედრილი ყველა მოცეკვავე უზომოდ ნიჭიერია, თუმცა, ბევრ მათგანს დიდ სცენაზე გამოსვლის გამოცდილება ჯერჯერობით არ გააჩნია.
სულ მალე 145 კონკურსანტი პროექტის ბაზაზე დასახლდება და გადაღებებისთვის აქტიურად მოემზადება. ამაში ბავშვებს პროფესიონალი ქორეოგრაფები და პედაგოგები დაეხმარებიან.
პროექტის Ты супер! Танцы პრემიერა მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.
საერთაშორისო პროექტი Ты супер! Танцы, რომელსაც ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik ატარებენ, რუსეთის სხვადასხვა მხარიდან, დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებიდან ნიჭიერ ბავშვებს შეკრებს და მათ სანუკვარი ოცნებების ასრულების შანსს აჩუქებს.