თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ორშაბათს რუსეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ში ტელეარხ НТВ-ს და საერთაშორისო სააგენტო და რადიო Sputnik-ის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც საბავშვო ვოკალური და სოციალური პროექტ Ты супер!-ის შედეგებს მიეძღვნა. კონკურსის გრანდიოზული ფინალის წინ, რომელიც 26 მაისს კრემლში გაიმართება, ტელეარხ НТВ-ს გენერალურმა პროდიუსერმა ტიმურ ვანშტეინმა, ვარსკვლავური ჟიურის წევრებმა იოლკამ, სტას პიეხამ, ვიქტორ დრობიშმა, მარგარიტა სუხანკინამ, კონკურსის წამყვანმა ვადიმ ტაკმენევმა, ათმა ფინალისტმა და და საერთაშორისო სააგენტო და რადიო Sputnik-ის წარმომადგენელმა ელენა ჩეპურნიხმა მუსიკალური შოუს მთავარ მიღწევებზე ისაუბრეს და დააანონსეს ახალი პროექტები, რომლებიც ტელეარხ НТВ-ს სოციალურად მნიშვნელოვანი პროგრამების ტენდენციებს გააგრძელებს.
მუსიკალური კონკურსის Ты супер!-ის მონაწილეები იყვნენ დსთ-ის ქვეყნების ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩნენ — ესენი არიან ბავშვთა სახლების და სკოლა-ინტერნატების აღსაზრდელები, ბავშვები მიმღები ოჯახებიდან. ოთხი თვის განმავლობაში ახალგაზრდა მუსიკოსების ბედს მილიონობით მაყურებელი აკვირდებოდა. ეს კონკურსი ტელეარხ НТВ-ს შაბათ საღამოს გადაცემებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა.
„92 მონაწილიდან თითოეულის ოცნების ასრულებას შევეცადეთ. ყველას, ვინც არ დარჩა გულგრილი, მინდა მადლობა გადავუხადო. ბავშვების მხარდასაჭერად მოვიდა 70-ზე მეტი მედია პერსონა, მსახიობი, მომღერალი, ასეულობით ადამიანი კადრს მიღმა დარჩა. მადლობლები ვართ განათლების სამინისტროსი გაწეული დახმარებისათვის. და რა თქმა უნდა, ჟიურის წევრებს დიდი მადლობა მათი სიკეთისა და სამართლიანობისათვის. კონკურს Ты супер!-ში მონაწილეებმა საკუთარი ვოკალური ნიჭის რეალიზება მოახდინეს, მეცადინეობდნენ საუკეთესო პედაგოგებთან, გაიჩინეს მეგობრები. იმედი მაქვს, რომ ბევრისათვის კონკურს Ты супер!-ი ცხოვრების ერთგვარი საგზური გახდება, ხოლო ტელეარხი НТВ მათ ამაში მხარს დაუჭერს", — აღნიშნა НТВ-ს გენერალურმა პროდიუსერმა ტიმურ ვანშტეინმა.
მისი თქმით, შემოდგომაზე დაიწყება მიუზიკლ Республика ШКИД-ის რეპეტიციები, რომლის სცენარი სპეციალურად Ты супер!-ის მონაწილეებისათვის დაიწერება. ახალი წლის ღამეს ბავშვები Супер Новый год-ის საახალწლო ეთერში მიიღებენ მონაწილეობას. ივნისის დასაწყისში კონკურსანტები მიიღებენ მონაწილეობას Детская Новая волна-ში და „საბავშვო ევროვიზიაში". ბავშვების სახელებს, რომლებიც პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას, მუსიკალური პროდიუსერი იგორ კრუტოი 26 მაისს კრემლის სასახლის სცენიდან გამოაცხადებს.
პროექტ Ты супер!-ის პარტნიორი საერთაშორისო სააგენტო და რადიო Sputnik-ი გახდა. რუსეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორის მოადგილემ ელენა ჩეპურნიხმა განაცხადა, რომ პროექტ Ты супер!-ში წაგებული არ არსებობს: „ყველა ბავშვმა, მიუხედავად იმისა, რომელი ადგილიც მათ დაიკავეს, ასი ათასობით მაყურებელს და მკითხველს საკუთარი ისტორია გაუზიარეს და მათი მხარდაჭერა იგრძნეს. ამ კონკურსში ჩვენმა საზოგადოებამ მოიგო. იმედს ვიტოვებ, რომ პროექტის დახმარებით ყველანი ცოტათი უკეთესები და ერთმანეთისა და გასაჭირში მოხვედრილი ადამიანების მიმართ უფრო ყურადღებიანები გავხდით".
Ты супер!-ის წამყვანმა ვადიმ ტაკმენევმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „ბანალურ სიტყვებს ვიტყვი, მაგრამ პროექტზე ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით. ამ პროექტმა მე პირადად და ჩემი ახლობლები შეცვალა. არც ერთ ბავშვს არ დავივიწყებთ და არ ვივიწყებთ. ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ სატელევიზიო პროექტი, ეს რეალური ცხოვრებაა. ახლა დოკუმენტების გაფორმებას ვასრულებთ იმისათვის, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ იურა ტრიშინმა ზაფხულის არდადეგები ჩემს სახლში გაატაროს".
პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთი კონკურსანტის მამა სტას პიეხას კლინიკაში ПС клиника რეაბილიტაციურ მკურნალობას გადის. მომღერალმა განაცხადა, რომ არ შეეძლო არ დახმარებოდა: „მესმოდა, რომ თითოეულმა ჩემს მიერ ნათქვამმა სიტყვამ ამ ბავშვების ბედზე შეიძლება იმოქმედოს. გადავწყვიტე ნაკლები მელაპარაკა და მეტი მემოქმედა. როდესაც გავიგე, რომ ერთ-ერთი კონკურსანტის მამა სერიოზულად დამოკიდებული იყო, სარეაბილიტაციო კურსის გავლა ჩემს კლინიკაში შევთავაზე".
მარგარიტა სუხანკინას თითოეულ ბავშვზე გული შესტკიოდა: „კონკურსი ფენომენალური გამოვიდა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ სასწაული ისტორიის ნაწილი გავხდი. ხუთი წელია, რაც ორი შვილი ავიყვანე და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პროექტი აუცილებელია". მარგარიტამ ასევე განაცხადა, რომ პროექტის ორ ფინალისტთან — ნადეჟდა შებანოვასთან და ანასტასია სიმოგანოვასთან დუეტების ჩაწერას გეგმავს.
იოლკა მონაწილეებს არტისტიზმის გახსნაში ეხმარებოდა. მან აღიარა, რომ თავიდან ფიქრობდა, ღირდა თუ არა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება: „ჩემთვის ეს გარდამტეხი მომენტი გახდა. ახლა ძალიან მადლობელი ვარ ტიმურ ვანშტეინის, რომელმაც დამიყოლია. ჩვენ ნამდვილი გუნდი გავხდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განვსხვავდებით, მნიშვნელოვან მომენტებში იდენტურ გადაწყვეტილებებს ვიღებდით".
პროდიუსერმა ვიქტორ დრობიშმა პროექტის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა: „თავიდან ამ პროექტს სხვა მუსიკალურ პროექტებს ვადარებდი. მაგრამ, როდესაც ამ ატმოსფეროში აღმოვჩნდი, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებთ. ფაქტია, რომ Ты супер!-ი უკეთესები გაგვხადა. მე ახლა მეძახიან дядя Дробыш-ს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბავშვებს პროექტის შემდეგ დიდი პერსპექტივები გაეხსნებათ".
პრესკონფერენციის ფინალში ტიმურ ვანშტეინმა განაცხადა, რომ პროექტს გაგრძელება ექნება. „შემდეგ გაზაფხულზე მეორე სეზონი დაიწყება. მაგრამ ერთი წელი რომ არ ველოდოთ, НТВ-ზე შემოდგომით ახალი პროექტი Ты супер! Танцы დაიწყება. ახლა არამარტო ვოკალური, ასევე ცეკვის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები საკუთარი ნიჭის გამოვლენას შეძლებენ".
ზაფხულში დაიწყება კასტინგი ცეკვის საბავშვო კონკურსზე Ты супер! Танцы, რომელიც ტელეარხ НТВ-ს სოციალური პროექტების ტენდენციას გააგრძელებს. ახალი საერთაშორისო შოუ საკუთარი ნიჭის გამოვლენაში დაეხმარება იმ ბავშვებს, რომლებსაც პროფესიული ცეკვის სწავლა სურთ, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. НТВ-ზე რუსეთის საუკეთესო ქორეოგრაფები შეიკრიბებიან იმისათვის, რომ დაამტკიცონ — ცეკვა ყველას შეუძლია!