საქართველოში დაიწყო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“

© FB / Giorgi Margvelashvili„ღირსეული პარტნიორი 2017“
„ღირსეული პარტნიორი 2017“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ნატოსა და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სწავლებაში Noble Partner 2017-ში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, სლოვენიის, სომხეთისა და უკრაინის სამხედროები.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ვაზიანის პოლიგონზე დაიწყო ნატოსა და მისი პარტნიორების მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ (Noble Partner 2017), ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

სწავლების გახსნის საზეიმო ცერემონიას მარგველაშვილის გარდა, ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მთავრობისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.

„მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი — "ღირსეული პარტნიორი", იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები ვართ და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა“, — განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მოედანზე შეკრებილი სამხედროებისადმი მიმართვისას, მარგველაშვილმა მათ წარმატება უსურვა და გამოხატა რწმენა იმისა, რომ სწავლების დასრულების შემდეგ ბევრი სამხედრო მოსამსახურე ახალ მეგობარს შეიძენს. 

ქართველი ჯარისკაცების როტაცია ავღანეთში - Sputnik საქართველო
საქართველო ავღანეთში მშვიდობისმყოფელთა როტაციას ასრულებს

„დარწმუნებული ვარ, სწავლების განმავლობაში თქვენ ბევრ საინტერესო გამოცდილებას და მეგობარს შეიძენთ. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იწყება და ვითარდება ადამიანებს შორის მეგობრობითა და პატივისცემით. გისურვებთ წარმატებულ სწავლებას, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ!", — დასასრულს დასძინა მარგველაშვილმა.

სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს მესამედ ტარდება და 12 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლება ვაზიანისა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე ჩატარდება.

მიმდინარე წლის წვრთნები თავისი მასშტაბურობით გამოირჩევა. მასში მონაწილეობს ნატოს 8 წევრი-ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო — საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, სლოვენიის, სომხეთისა და უკრაინის სამხედროები.

სწავლებაში ჩართულია GTK Boxer-ის ტიპის გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი, Abrams-ის ტიპის ტანკები, M2 Bradley-სა და  Stryker-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები და ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი C-130.


ყველა ახალი ამბავი
0