თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გერმანიის ქალაქ კონსტანცში, დისკოთეკაზე სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა, თავდამსხმელი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქალაქის პროკურატურისა და პოლიციის განცხადებაზე დაყრნობით.
"ქალაქ კონსტანცაში დისკოთეკაზე 34 წლის მამაკაცის მიერ დილით ადრე ატეხილი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და სამი მძიმედ დაიჭრა. დისკოთეკიდან წასვლის შემდეგ სავარაუდო დამნაშავემ პოლიციელებთან სროლისას სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა", – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სერიოზულად დაიჭრა პოლიციის თანამშრომელიც, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დამნაშავის მოტივები უცნობია. პოლიცია და პროკურატურა ინციდენტს იძიებს.