თბილისი, 26 მარტი — Sputnik. აშშ–ის ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში, ღამის კლუბში სულ ცოტა ორმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 14 ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო "ასოშიეითედ პრესზე" დაყრდნობით.
ინციდენტი ღამის კლუბ Cameo Nightclub–ში მოხდა. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისროდა სულ ცოტა ორი ადამიანი.
რადიოსადგურ WLWT5–ის ცნობით, რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
მოგვიანებით NBC New York–მა პოლიციის წარმომადგენელ ერიკ ფრანზზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პოლიცია ინციდენტს ტერაქტად არ განიხილავს.
სამართალდამცველები მომხდარის მოტივებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია საქმეში ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ.