სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მისი ხელმოწერის გაყალბებაში ადანაშაულებს

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თხოვნით გააყალბეს

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ანკეტაში მისი ხელმოწერის გაყალბებაში ადანაშაულებს. ანკეტა მან 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად შეავსო.

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოსცა. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად "უკრაინის მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-19 მუხლის დარღვევა დასახელდა, რომელიც გულისხმობს განზრახ ცრუ მონაცემების მიწოდებას, ან ყალბი დოკუმენტების წარდგენას. მასმედიის ინფორმაციით, მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტების შევსების დროს სააკაშვილმა დაწერა, რომ მასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის არც უკრაინაში და არც საქართველოში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების უფლებისთვის იბრძოლებს

"შოკში ვარ! ახლახან ვნახე ანკეტის ასლი… ამ ქაღალდის საფუძველზე ჩამომართვა პრეზიდენტმა მოქალაქეობა. სრული პასუხისმგებლობით ვამტკიცებ, რომ ეს ჩემი ხელმოწერა და ეს ანკეტა ჩემი შევსებული არ არის!", – წერს სააკაშვილი თავის Facebook–გვერდზე.

ექს–პრეზიდენტი გრაფოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. ამჟამად მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0