სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების უფლებისთვის იბრძოლებს

© Facebook / David Sakvarelidzeმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, განაცხადა, რომ მას ვერ აიძულებენ გახდეს ლტოლვილი.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იბრძოლებს დაბრუნების უფლებისთვის უკრაინაში, რომელმაც მას მოქალაქეობა ჩამოართვა. 

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოსცა, რომელიც გასულ კვირაში საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

"მე მხოლოდ ერთი მოქალაქეობა მაქვს — უკრაინის, და არ შეიძლება ეს ჩამომერთვას! ახლა მიდის მცდელობა მაიძულონ, რომ ლტოლვილი გავხდე. ეს არ მოხდება!.. ვიბრძოლებ ჩემი კანონიერი უფლებისთვის — დავბრუნდე უკრაინაში!" — განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

თავისი მიმართვა მან დაიწყო სიტყვებით: "მე უბრალო უკრაინელი ვარ!"

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება.

სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად "უკრაინის მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-19 მუხლის დარღვევა დასახელდა, რომელიც გულისხმობს განზრახ ცრუ მონაცემების მიწოდებას, ან ყალბი დოკუმენტების წარდგენას. მასმედიის ინფორმაციით, მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტების შევსების დროს სააკაშვილმა დაწერა, რომ მასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის არც უკრაინაში და არც საქართველოში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის წინააღმდეგ ფაქტები უკრაინამ საქართველოდან მიიღო

ფაქტები, რის საფუძველზეც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, უკრაინას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გადასცა. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

"პოროშენკო საქართველოში იმიტომ კი არ ჩავიდა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები დაემყარებინა, არამედ იმიტომ, რომ მიეღწია სხვა შეთანხმებისთვის, ამჯერად ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის — უკრაინელ პოროშენკოსა და "გაზპრომის" უმსხვილეს აქციონერს, პრორუსულ ივანიშვილს შორის", — აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. ამჟამად მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.

ყველა ახალი ამბავი
0