გარდაცვლილი და-ძმის ბიცოლა გარდაცვლილების დედას ცხედრების მოპარვაში ადანაშაულებს

CC BY 2.0 / Flickr/ Jim Mattis / Cemeteryგოგონა სასაფლაოზე
გოგონა სასაფლაოზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნონა ჯოჯუამ შვილების საფლავი ჩუმად გათხარა და ცხედრები საკუთარ სოფელ დაფნარში გადაასვენა

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა დარიკო ჯაში გარდაცვლილის დედას, ნონა ჯოჯუას პოლიციაში უჩივის, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

ჯაში დემურ სტურუას დედას საფლავის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ გარდაცვლილის დედამ ჩუმად საფლავი გათხარა და დაღუპული ორი შვილის ცხედარი ამოთხარა და სოფელ კულაშიდან წაიღო.

შვილების გადმოსვენების ფაქტს ადასტურებს ნონა ჯოჯუა. სტურუას დედა ამბობს, რომ დარიკო ჯაში საფლავზე მისვლის უფლებას არ აძლევდა და მოკვლით ემუქრებოდა. შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება და შვილები საკუთარ სოფელში დაფნარში გადაასვენა.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული თევზაძე მართლმსაჯულებას ჩაბარდა

დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 12 აგვისტოს დაასრულა. მან წერილი დატოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე დაპატიმრებითა და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ის სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუმხელდა, ვის და სად მოჰყავდა მარიხუანა სამტრედიაში. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე 9 ივნისს უდანაშაულოდ ცნო.

ნონა ჯოჯუას წლების წინ ქალიშვილიც დაეღუპა ავარიაში, რომელიც დემურ სტურუას მსგავსად, კულაშში იყო დაკრძალული.

საფლავის გამო ნათესავებს შორის დავა დიდი ხანია მიმდინარეობს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0