თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ავსტრალიის სამართალდამცველებმა თვითმფრინავში ტერაქტის აღკვეთა შეძლეს, განაცხადა ავსტრალიის კავშირის პრემიერ–მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო "ფრანს პრესზე" დაყრდნობით.
პოლიტიკოსის განცხადებით, სიდნეიში რეიდების დროს ოთხი ადამიანი დააკავეს. ავსტრალიის ყველა აეროპორტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები გატარდა, დასძინა მან. ტერნბულის თქმით, შესაძლო შეტევის სცენარი, სავარაუდოდ, ერთ ტერორისტს არ დაუგეგმავს.
ტერნბულის განცხადებით, უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტერმინალებში. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსმა მგზავრებ მოუწოდა, მზად იყვნენ გაძლიერებული შემოწმებისთვის, რომელსაც მეტი დრო დასჭირდება.
ბოროტმოქმედები თვითმფრინავის აფეთქებას თვითნაკეთი მოწყობილობით აპირებდნენ.
როგორც პოლიციის კომისარმა ენდრიუ კოლვინმა განაცხადა, დაკავებული მამაკაცები, სავარაუდოდ, შეთქმულებას, "მოტივირებულ ისლამიზმს" უკავშირდებიან. მან დასძინა, რომ სამართალდამცველებს ჯერჯერობით არ აქვთ დიდი რაოდენობის მონაცემები კონკრეტული შეტევის, ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ, ხოლო გამოძიება კი, დიდი ალბათობით, "ხანგრძლივი და ნელი" იქნება.