საქართველოს კალათბურთის ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა

© FB / Georgian Basketball Federationსაქართველოს კალათბურთის ნაკრები გუნდი
საქართველოს კალათბურთის ნაკრები გუნდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა, რომელშიც მონაწილეობას ასევე მიიღებენ ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის გუნდები.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ავსტრიის გუნდთან გამართულ ტესტ-მატჩში ანგარიშით 77:87 წააგო, რომელიც ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ჩატარდა, ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

შეხვედრის პირველ სამ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა დამაჯერებლად ითამაშეს და თითოეული მოიგეს კიდეც. თამაშის ერთ-ერთ მომენტში ისინი 11 ქულით დაწინაურდნენ.

თუმცა, ბოლო მეოთხედი ილიას ზუროსის აღსაზრდელებს საერთოდ არ გამოუვიდათ. ავსტრიელების 22 ქულას საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 10 ქულა დაუპირისპირა და შედეგად დამარცხება — 77:87 იწვნია. 

საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც 22 ქულა დააგროვა და რვა მოხსნა გააკეთა.

მანამდე, სლოვენიაში გამართულ შეკრებაზე, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტესტ-მატჩში რუსეთის სტუდენტურ ნაკრებს ანგარიშით 97:86 მოუგო. 

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა რუსეთის გუნდს მოუგო - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა რუსეთის გუნდი დაამარცხა

ქართველი კალათბურთელები კვირას ლიტვაში გაემგზავრნენ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ამხანაგურ ტურნირში, რომელშიც მასპინძელი ქვეყნის გარდა, ლატვიისა და პოლონეთის გუნდები ითამაშებენ.

ამ ტურნირით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადების პირველ ეტაპს დაასრულებს, რომელიც 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე ოთხ ქვეყანაში გაიმართება: ფინეთში, თურქეთში, ისრაელსა და რუმინეთში.

საქართველოს ნაკრები იასპარეზებს В ჯგუფში უკრაინის, ისრაელის, ლიტვის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებებთან. ამ ჯგუფის მატჩები თელ-ავივში გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0