საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა რუსეთის გუნდი დაამარცხა

© FB / GeoBasketballსაქართველოს კალათბურთის ნაკრებმა რუსეთის გუნდს მოუგო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა რუსეთის გუნდს მოუგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში ტესტ-მატჩში რუსეთის სტუდენტური ნაკრები დაამარცხა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიაში მოსამზადებელ შეკრებაზე ტესტ-მატჩში რუსეთის სტუდენტური ნაკრები დაამარცხა – 97:86, აღნიშნულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამარჯვებულთა ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 18 ქულა მოაგროვა და 11 მოხსნა გააკეთა.

ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
ფაჩულია ნაციონალური კალათბურთის ასოციაციის გამარჯვებული გახდა

2015 წლის სექტემბრიდან პირველად საქართველოს ნაკრებში ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც მიმდინარე სეზონი სერიოზული ტრავმის გამო გამოტოვა. თამაშის დროს მან 15 ქულა მოაგროვა – ხუთი სამქულიანი ტყორცნა განახორციელა.

ორივე გუნდი მოსამზადებელ შეკრებას სლოვენიაში გადის — ქართველი კალათბურთელები ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლოს იწყება, ხოლო რუსი სტუდენტები — მსოფლიო უნივერსიადისთვის, რომელიც ტაიბეიში 15-31 აგვისტოს ჩატარდება.

თავდაპირველად საქართველოს ნაკრებისა და რუსეთის სტუდენტური გუნდის ტესტ-მატჩი დაგეგმილი არ ყოფილა. მისი ჩატარების შესახებ სლოვენიაში შეთანხმდნენ.

შემდეგ ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც მონაწილეობას მიიღებს ამხანაგურ ტურნირში ლიტვაში, სადაც მასპინძელი ქვეყნის გარდა ლატვიისა და პოლონეთის გუნდები ითამაშებენ.

ევრობასკეტი-2017-სთვის მზადების პირველ ეტაპს ქართველი კალათბურთელები აგვისტოს დასაწყისში დაასრულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0