ყოფილი პრიმა–ბალერინა საპატიმროს ნაცვლად სამკურნალოდ გააგზავნეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის თაობაზე, რომ დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინა ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს, თავად პროკურორებმა განაცხადეს

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ოპერისა და ბალეტის თბილისის სახელმწიფო თეატრის ყოფილი პრიმა–ბალერინა ანა მურადელი, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად, საპატიმროს ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გააგზავნეს, იუწყება ტელეკომპანია Palitra TV.

გამოძიების მონაცემებით, ანა მურადელმა დედას სასიკვდილო დარტყმა ბლაგვი საგნით თავის არეში მიაყენა. ის მეორე დღეს დააკავეს. დაკავებულს 7–დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

სისხლის სამართლის საქმე მურადელის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობით დახურეს. ის ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში იმკურნალებს, განაცხადა ადვოკატმა თამარ ხაჩირაშვილმა.

მკურნალობის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია. გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს.

დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
დედის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პრიმა-ბალერინაა

სასამართლო პროცესებზე ის ყურადღებას არ აქცევდა გარშემო მყოფთ და გარკვეულ კითხვებს ვერ პასუხობდა.

მასმედიის ინფორმაციით, ანა მურადელს მეუღლესთან დაშორების გამო ძლიერი დეპრესია ჰქონდა. დაკავებამდე ის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში მკურნალობდა და პარალელურად ცეკვავდა.

ასევე მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. ის ხშირად უჩიოდა, რომ ოჯახში ვერ უგებენ, თუმცა დედასა და მის დას ყველაფერში ეხმარებოდა. სასამართლოს დროს გაირკვა, რომ დედამ ბინა თავის დაზე გააფორმა და განაცხადა, რომ მურადელს ამ ბინაზე არანაირი უფლება არა აქვს.

მკვლელობის შემდეგ მურადელმა თითქმის დღე დედის ცხედართან გაატარა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობისა და დაკავების დროს ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მეგობრები ამტკიცებენ, რომ ის ალკოჰოლზე დამოკიდებული ქმართან გაშორების შემდეგ გახდა.

გარდა ამისა, მასმედიაში წერდნენ, რომ ანა მურადელი ნაშვილები იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0