ცხოველთა დამცველებმა თბილისში 13 წლის განმავლობაში დამწყვდეული დათვი იპოვეს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsდათვი
დათვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოველთა დამცველები დაჟინებით მოითხოვენ გარემოს დაცვის სამინისტროსგან, რომ გაანთავისუფლონ სასტიკ პირობებში მყოფი ცხოველი.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბელიაშვილის ქუჩაზე 13 წლის განმავლობაში გამოკეტილი დათვი აღმოაჩინეს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".

გამოკეტილი დათვის გადარჩენასა და გათავისუფლებას წუხელ "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენელი ნატა ფერაძე და ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი ცდილობდნენ.

დათვის ბელი - Sputnik საქართველო
დათვის ბელი საქართველოს პარლამენტს ეწვია

მათი განცხადებით, დათვი იმყოფება მძიმე პირობებში, გამოკეტილია რვა კვადრატულ მეტრ ფართობში, რომელსაც იატაკიც კი არ აქვს.

ნატა ფერაძე უხეშ კანონდარღვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ცხოველი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, იგი დაჟინებით მოითხოვს გარემოს დაცვის სამინისტროსგან, რომ მან დაუყოვნებლივ აღასრულოს კანონი და ტყვე დათვი იხსნას წამებისგან.

ცხოველთა უფლებების დამცველები მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდნენ დაწესებულებასთან, სადაც, მათი თქმით, დათვს დიდი ხანია სასტიკად ექცევიან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0