დათვის ბელი საქართველოს პარლამენტს ეწვია

© FB / Sergo Sergi Sergiდათვის ბელი
დათვის ბელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცმა წყნეთი-ბეთანიის გზაზე პატარა დათვის ბელი იპოვა და ის პარლამენტში წაიყვანა.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის მისაღებში გუშინ უჩვეულო სტუმარი ჰყავდათ — დათვის ბელი, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ მიიყვანა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამაკაცმა თვენახევრის ბელი წყნეთი-ბეთანიის გზაზე იპოვა. მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად თბილისის ზოოპარკს მიმართა, მაგრამ იქ ბელი არ მიიღეს. ამის შემდეგ ის პარლამენტში მივიდა, სადაც გარკვეული დრო დაჰყო და შემდეგ დათვის ბელთან ერთად იქიდან წამოვიდა.

თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განმარტა, რომ კანონით ზოოპარკს ახალი ცხოველების მიღება შეუძლია, თუ ეს საკითხი შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციასთან.

ყველა ახალი ამბავი
0