ბორჯომში სხვადასხვა სახის ნარჩენების დასახარისხებლად სპეციალური ურნები დაიდგმება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბორჯომი
ბორჯომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კამპანიაში ახალგაზრდები ჩაერთვებიან, რომლის მიზანი ბორჯომში ნარჩენების დახარისხების პოპულარიზაციაა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბორჯომში ახალი პროექტი "ბორჯომი ყველაზე სუფთა და ლამაზი" — განხორციელდება, რომლის მიზანი ბორჯომში ნარჩენების დახარისხების პოპულარიზაციაა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

საბავშვო დეკორატიული ურნები - Sputnik საქართველო
დეკორატიული ურნები თბილისში ბავშვებს სისუფთავეს შეაჩვევს

პროექტის ფარგლებში, ქალაქის ხუთ სხვადასხვა ადგილას განთავსდება სპეციალური ურნები, სადაც ნარჩენების სამ სხვადასხვა ფრაქციად დახარისხება მოხდება.

ურნები განკუთვილი იქნება ქაღალდებისთვის, პოლიეთილენისა და მინის ბოთლებისათვის.

პროექტში ახალგაზრდები ჩაერთვებიან. ისინი აგვისტოდან ბორჯომში, ხალხმრავალ ადგილებზე აწარმოებენ საინფორმაციო კამპანიებს, დაგეგმავენ და გადაიღებენ სოციალურ ვიდეო–რგოლებს.

პროექტს ახორციელებს ტელეკომპანია "ბორჯომი" კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" მხარდაჭერით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0