თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. შპს "თბილსერვის ჯგუფმა" ბაღებსა და პარკებში, ბავშვებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე პინგვინის, მიკი-მაუსის, დელფინებისა და სხვა ცხოველების ფორმის საბავშვო დეკორატიული ურნების განთავსება დაიწყო. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში თავის Facebook გვერდზე იტყობინება.
სისუფთავეზე ზრუნვა ბავშვობიდან იწყება! — ეს არის პროექტის ლოზუნგი.
© FB/ TBILSERVICE GROUPდეკორატიული ურნები ბავშვებისათვის
დეკორატიული ურნები ბავშვებისათვის
© FB/ TBILSERVICE GROUP
პირველ ეტაპზე ურნების განთავსება "ვაკის პარკში" საბავშვო მოედნებზე მიმდინარეობს.
„თბილსერვისჯგუფი“ ვალდებულია მთელი დედაქალაქის მასშტაბით დაასუფთავოს ქალაქი.