თბილისის მერია სამუშაოზე პარტიული აქტივისტების დაქირავებას უარყოფს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიას თანამშრომლებთან გაფორმებული კონტრაქტების გამო განმარტება მოუწია

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიამ უარყო ინფორმაცია სამუშაოზე მმართველი პარტია "ქართულლი ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აქტივისტების დაქირავების თაობაზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერიამ ერთ თვეში სამუშაოდ მმართველი პარტიის 600 აქტივისტი აიყვანა, გუშინ ოპოზიციურმა ტელეკომპანია "რუსთავი2"–მა გაავრცელა. ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ მერია დაქირავებული თანამშრომლების სახელებს მალავს. გარდა ამისა, ზოგიერთი ჩინოვნიკის ხელფასი გაზრდილია.

"გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით", – ნათქვამია თბილისის მერიის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

600 კონტრაქტის გაფორმება ივლისში განპირობებულია ახალი კანონით "საჯარო სამსახურის შესახებ", რომელიც ამ თვის პირველ რიცხვში ამოქმედდა. კანონის თანახმად, თანამშრომლების ნაწილი საკონტრაქტო სამსახურში გადაიყვანეს.

საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
რა შანსები აქვთ "ქართულ ოცნებასა" და სხვა პარტიებს ადგილობრივ არჩევნებზე

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი კანონის ამოქმედების მომენტიდან, არც ერთი დამატებითი თეთრი სახელფასო ფონდიდან არ გასულა და თბილისის მერია ჩვეულ რეჟიმში, იმავე საშტატო რიცხვოვნობით განაგრძობს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც ეს აქამდე იყო", – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება თანამშრომელთა ვინაობას, მერიაში განმარტეს, რომ პერსონალური ინფორმაციის წარდგენა თავად თანამშრომლების თანხმობის გარეშე მათ არ შეუძლიათ.

მერიაში ასევე განმარტეს, თუ რატომ იღებს მერის მრჩეველი თავისი უფროსის ხელფასზე მეტ ჯამაგირს.

"სიუჟეტში დასახელებული მედეგობის მრჩეველი, რომელიც თითქოსდა მერზე მაღალ ხელფასს იღებს, გახლავთ პირი, რომელსაც თბილისის მერიისგან ხელფასი არ ერიცხება და მისი შრომის ანაზღაურებას როკფელერის ფონდი უზრუნველყოფს — პროექტ "100 მედეგი ქალაქის" ფარგლებში", – აღნიშნულია განცხადებაში.

როკფელერის ფონდმა წლის დასაწყისში თბილისის მერიას ინოვაციური თანამდებობის – მედეგობის საკითხებში მრჩევლის შექმნისთვის გრანტი გამოუყო. მრჩეველი მედეგობის საკითხებში – ესაა ქალაქის მერის ან მთავრობის მეთაურის ტოპ–დონის კონსულტანტი. მათ მოვალეობაშია მთავრობისა და სოციალური სექტორების დაინტერესებული მხარეების მოზიდვა, ასევე ხელმისაწვდომობა მედეგობის ყველა წარდგენილ ინსტრუმენტთან და სპეციალისტთან მედეგობის სტრატეგიის განვითარებისთვის.

პროექტი "100 მედეგი ქალაქი როკფელერის ფონდის მიერ დაფუძნდა. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, ხელს უწყობს ქალაქების მედეგობის გაძლიერებას ფიზიკური, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე.

 

ყველა ახალი ამბავი
0