საქართველოსა და სომხეთის მესაზღვრეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

© пограничная полиция МВД Грузии სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის დელეგაცია საქართველოში
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის დელეგაცია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია საქართველოში ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით ჩამოვიდა

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის დელეგაცია სახელმწიფო საზღვრის კონტროლის გამოცდილების გაცვლის მიზნით თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა, აღნიშნულია საქართველოს შსს–ს სასაზღვრო პოლიციის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეხვედრა ხელმოწერილი გეგმის "საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალებს შორის სასაზღვრო საკითხებში ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით" ფარგლებში გაიმართა.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციის საკითხს შემოდგომაზე განიხილავენ

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, აღნიშნეს გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ურთიერთქმედების მნიშვნელობა.

სომხეთის დელეგაცია ასევე ეწვია საკონტროლო–გამშვებ პუნქტებს საქართველო–სომხეთისა და საქართველო–თურქეთის საზღვრებზე.

ივლისში ერევანში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სწპარტამენტის უფროსი, გენერალ–მაიორი დათო ნიკოლეიშვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0