ქართველი სამხედროები ქართული წარმოების ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს მოირგებენ

© Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები ავღანეთში გამგზავრების წინ
ქართველი სამხედროები ავღანეთში გამგზავრების წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული არმიისათვის 5 მილიონი ლარის ადგილობრივი წარმოების ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს შეიძენენ.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ქართული ჯარი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული 5 მილიონი ლარის ღირებულების ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით „დელტამ“ თავდაცვის უწყებისგან უპრეცედენტო, 5 მილიონ ლარამდე ღირებულების შეკვეთა მიიღო. გამოყოფილი თანხით „დელტა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს დაამზადებს.

„პროდუქციის ტექნიკური მონაცემები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებზე იქნება მორგებული, რაც, თავის მხრივ, პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის სისტემებს თანამედროვე, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს“, —  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა „დელტაში“ სტუმრობისას.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ქართული სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების გაცხადებული პოლიტიკაა.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
საქართველოს შეიარაღებული ძალები: იარაღი და სამხედრო ტექნიკა

„დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ სამხედრო ინდუსტრიაში ჩადებული ინვესტიცია ცენტრის კონკურენტულ პოზიციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მის განვითარებას ხელს შეუწყობს.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში ჯარისკაცის იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოცდა-ტესტირება გაიმართა, რომლითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი აღიჭურვება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ტესტირების შედეგებს ადგილზე გაეცნო.

ყველა ახალი ამბავი
0