აშშ-ს ვენესუელიდან დიპლომატების ოჯახები გამოჰყავს

© REUTERS / Christian Veronარეულობები ვენესუელაში
არეულობები ვენესუელაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა განკარგულება დიპლომატების ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ, რომლებიც კარაკასში აშშ-ის საელჩოში მუშაობენ, ხოლო იქ მყოფ სახელმწიფო მოხელეებს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ნება მისცა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, სოციალური არეულობების, ძალადობრივი დანაშაულების, ასევე სურსათისა და მედიკამენტების უკმარისობის გამო უარი თქვან ვენესუელაში წასვლაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით.

ვენესუელაში აპრილიდან მოყოლებული მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეს გამოიწვია უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ოპოზიციური ეროვნული ასამბლეის ხელისუფლების სერიოზული შეზღუდვის შესახებ. გადაწყვეტილება გააუქმეს, მაგრამ ოპოზიციის მომხრეები ქუჩებში სასამართლოს წევრების გადაყენებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდნენ, ასევე აგრეთვე დამფუძნებელი კრების მოწვევის წინააღმდეგი არიან, რადგან ამას კონსტიტუციის შეცვლის მცდელობად მიიჩნევენ. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 110 ადამიანია.

"ასევე ვაცნობებთ ამერიკის მოქალაქეებს, რომ 27 ივლისისთვის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა განკარგულება საელჩოში მომუშავე თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის ვენესუელის დატოვების თაობაზე, ხოლო აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს ნება დართო, ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა კარაკასში აშშ-ის საელჩოდან", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
ვენესუელაში საპროტესტო აქციის 200 მონაწილეა დაჭრილი

ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნესტორ რევეროლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პარასკევიდან სამშაბათამდე, 1 აგვისტომდე, აიკრძალება საპროტესტო აქციები, ხოლო დარღვევის შემთხვევაში სასჯელი ხუთიდან ათ წლამდე იქნება. თუმცა ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ პარასკევს ჩაატარებს აქციას "ვენესუელას შტურმი".

ვენესუელაში არეულობების გამო ამერიკულმა ავიაკომპანია Delta Airlines–მა ვენესუელაში ფრენების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

ფრენები სხვა კომპანიებმაც შეწყვიტეს, ზოგი კი ამის გაკეთებას უახლოეს პერიოდში აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0