თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ვენესუელის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების 470 მონაწილე დააკავეს, რა დროსაც 200 ადამიანი დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Nacional-ზე დაყრდნობით.
აღნიშნული ინფორმაცია გამოცემამ ქვეყნის ოპოზიციური ეროვნული ასამბლეის ჯანმრთელობის საკითხების ქვეკომისიის თავმჯდომარის, ხოსე მანუელ ოლივარესისგან მიიღო.
არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია Foro Penal-ის დირექტორმა ალფრედო რომერომ გამოცემას განუცხადა, რომ მიმდინარე წლის 4-დან 14 აპრილამდე ხელისუფლებამ ვენესუელაში 470 ადამიანი დააპატიმრა, რომელთაგან 188 ჯერ ისევ საპატიმროში რჩება.
ვენესუელაში საპროტესტო აქციები 4 აპრილს დაიწყო მას შემდეგ, რაც უმაღლესმა სასამართლომ ოპოზიციური ეროვნული ასამბლეის უფლებამოსილების სერიოზულად შემზღუდავი გადაწყვეტილება მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით აღნიშნული გადაწყვეტილება გაბათილდა, ოპოზიციის მომხრეები ქუჩაში გავიდნენ უმაღლესი სასამართლოს წევრების გადაყენების მოთხოვნით. ბოლო მონაცემების თანახმად, საპროტესტო აქციებისას 6 ადამიანი დაიღუპა.