სტიპენდიას მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის 200 ქართველი სტუდენტი მიიღებს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები აუდიტორიაში
სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების საერთაშორისო ცენტრმა შეარჩია საუკეთესო სტუდენტები საქართველოდან, რომლებსაც სახელმწიფო მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას დაუფინანსებს.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. 200-ზე მეტი სტუდენტი საქართველოდან 2017 სასწავლო წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მიიღებს, აღნიშნულია განათლების საერთაშორისო ცენტრის Facebook-გვერდზე.

წელს კონკურსის საფუძველზე ცენტრმა სტუდენტების რიგით მეოთხე თაობა შეარჩია, რომელთაც შესაძლებლობა მიეცემათ, სახელმწიფო დაფინანსების დახმარებით, ასევე საერთაშორისო სასტიპენდიო პარტნიორობის სქემის ფარგლებში, უცხოეთში სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი მიიღონ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
აბიტურიენტთა 15%-მა ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა

სტუდენტებმა გრანტის მიღება კონკურსის საფუძველზე შეძლეს. გადაწყვეტილება მიიღო საკონკურსო კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო სექტორისა და საელჩოების წარმომადგენლები, ასევე მასმედიის წარმომადგენლები და ცენტრის კურსდამთავრებულები.

კომისიის წევრები ეცნობოდნენ თითოეულ განაცხადს და მას ელექტრონული სისტემის მეშვეობით აფასებდნენ.

ბენეფიციარები სწავლას გააგრძელებენ აშშ-ის, უნგრეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ჰოლანდიის, იტალიის, ესტონეთის, დანიის, ესპანეთის, გერმანიის, ჩეხეთის, კანადის, ნორვეგიისა და შვეიცარიის უმაღლეს სასწავლებლებში.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2017 წლებში უცხოეთში სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მისაღებად სტიპენდია დაახლოებით 500 მოქალაქეზე გასცა. აქედან ნაწილმა სწავლა უკვე დაასრულა, დაბრუნდა სამშობლოში და პროფესიით მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0