ექსპერტიზის ბიურო ავარიაში დაღუპული ტურისტის ცხედარს ნათესავებს არ აძლევს

© FB / National Center for Forensic Science. L. Samkharauliლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულის ნათესავები აცხადებენ, რომ ცხედარს ტექნიკური მიზეზების გამო არ აძლევენ, ხოლო ექსპერტიზის ბიუროში ამტკიცებენ, რომ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნათესავებს რუსეთიდან ჩამოსული, ავტოავარიაში დაღუპული 52 წლის ტურისტის ცხედრის გადასვენების უფლებას არ აძლევს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავარია რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქალბატონი საქართველოში დასასვენებლად იმყოფებოდა. მისი ნათესავების თქმით, ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩატარდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ცხედრის გადასვენების უფლებას არ აძლევენ.

"დედაჩემი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ის აქ დასასვენებლად ჩამოვიდა და ავარიაში დაიღუპა. რეანიმაციის განყოფილებაში მისი დახმარება ვერ შეძლეს და ის გარდაიცვალა. არ გვაძლევენ ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრის გადასვენების უფლებას. მიზეზად ხან ლიფტის გაუმართაობას, ხან სხვა რამეს ასახელებენ. ნუთუ შეუძლებელია ცხედრის გადასვენების პროცედურა ნახევარ დღეში დასრულდეს?! არ მესმის რატომ ხდება ასე", — განაცხადა დაღუპულის შვილმა Rustavi2-თან ინტერვიუში.

სასამართლო ექსპერტიზის ბიურო, თავის მხრივ, დაღუპულის ოჯახს ადანაშაულებს პროცესის გაჭიანურებასა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის დაგვიანებაში.

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
კახეთში მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

"მას შემდეგ, რაც გამთენიისას ექსპერტმა გვამის გამოკვლევა დაამთავრა, [ოჯახის წევრებს] განემარტათ, რომ თუ იმ დღესვე სურდათ გვამის გატანა, უნდა წარმოედგინათ შსს-დან სპეციალური მომართვა, რომელიც იქნებოდა იმ პირის სახელზე გაცემული, რომელიც გვამს გაიტანდა. მათ ეს დოკუმენტაცია თან არ ჰქონდათ", — განაცხადა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის უფროსმა თამარ მელაშვილმა.

მელაშვილმა აღნიშნა, რომ ნათესავები ბიუროში მეორე დღეს გამოცხადდნენ, თუმცა სათანადო დოკუმენტები თან არ ჰქონდათ.

საქმის სხვა დეტალები უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0