მარიამ ელიეშვილი: არ ვარ სკანდალური ადამიანი, მშვიდი ცხოვრება მიყვარს...

© მარიამ ელიაშვილის პირადი არქივიმარიამ ელიეშვილი
მარიამ ელიეშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მომღერალი, რომელიც საზოგადეობამ სიმღერით „ჩვენ ახლა ერთურთს“ გაიცნო, საქართველოში უკვე საკმაოდ პოპულარულია.

როგორც მომღერალი ამბობს, დღემდე ჩაწერილი აქვს 16 სიმღერა, რომელთაგან 3 დუეტია, ასევე გამოცემული აქვს ერთი ალბომი, რომელშიც მისი ყველა სოლო სიმღერაა შესული.

როგორც მარიამ ელიეშვილმა  „Sputnik საქართველოს“ უთხრა, იგი  მალე პირველ კლიპს გადაიღებს. მანამდე  კი მომღერალს წინ ცხელი ზაფხული ელის, რადგან მას რამდენიმე  ქვეყანაში აქვს დაგეგმილი კონცერტის ჩატარება.

© მარიამ ელიაშვილის პირადი არქივიმარიამ ელიეშვილი
მარიამ ელიეშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ელიეშვილი

— ბავშვობიდან ვმღერი, საზოგადოებამ 15 წლის ასაკში გამიცნო სკვერში გადაღებული, ფშაურ-ხევსურულ მოტივებზე დაწერილი სიმღერით — „ჩვენ ახლა ერთურთს“, რომელმაც მთელი ჩემი მომავალი ცხოვრება შეცვალა…

მადლობა უფალს ყველაფრისათვის, მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ასე მიდგას გვერდით, ასევე იმ კეთილ ადამიანებს, რომლებიც უფლის ნებით მრავლად არიან ჩემს ირგვლივ. როგორ შეიძლება ვიყო უმადური და მადლობა არ გადავუხადო კომპანიას „იპოვე შენი საქართველო", რომელმაც მთლიანად დამიფინანსა გასული წლის დეკემბერში გამოსული ჩემი პირველი ალბომი „ველოდები მზეს".

-მარიამ ბევრს მოგზაურობ, რომელი ქვეყანაა შენთვის გამორჩეული?

— დიახ, 15 წლიდან მაქვს მიწვევები კონცერტებზე ისრაელში, თურქეთში, ბაქოში, ევროპის სხვა ქვეყნებში… რამდენიმე დღის წინ სწორედ ბაქოდან ჩამოვედი და რამდენიმე  დღეში მივემგზავრები ისრაელში კონცერტზე. აგვისტოში იგეგმება კონცერტები საფრანგეთში. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ხიბლი, სილამაზე, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი სიმღერებით მოვიარო ბევრი ლამაზი ადგილი… თუმცა განსაკუთრებით მაინც ისრაელს გამოვყოფდი, რადგან სწორედ ამ ქვეყანაში მოვხვდი პირველად გასტროლზე.  წმინდა მიწაზე ფეხის დადგმა სწორედ რომ ჩემი სიმღერის წყალობით მოხდა, ამდენი სიბო, სიყვარული, არაჩვეულებრივი ადამიანების მეგობრობა მარგუნა ბედმა. მეშინია, რაიმე არ გამომრჩეს, სიტყვები არ მეყოფა მადლიერების გამოსახატავად რასაც ყველა ქვეყანაში ხალხისგან ვგრძნობ…

© მარიამ ელიაშვილის პირადი არქივიმარიამ ელიეშვილი
მარიამ ელიეშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ელიეშვილი

-მარიამ,რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვარს?

— ზოგადად, ყველა ქვეყანაში მიყვარს დაგემოვნება კერძების, ასე გამორჩეეულად ვერ გეტყვით, არ მინდა ვინმეს გული დავწყვიტო, რადგან ყველგან გულითადად და არაჩვეულებრივი სამზარეულოთი მმასპინძლობენ.

-ბავშვობა…

— ძალიან ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს.

იმასაც აღვნიშნავ, რომ მუდამ დაკავებული ბავშვი ვიყავი. პატარაობიდანვე ჩამინერგეს დროის ფასი, მახსოვს სკოლიდან მუსიკალულ სკოლაში გავრბოდი, მერე ცეკვაზე, ასევე სკოლის პარალელურად ვსწავლობდი ბრიტანულ სკოლაში, დავდიოდი გალობაზე. სრული 3 წელი ვმუშაობდი ტელეკომპანია „ქართულ არხზე", მქონდა საკუთარი საავტორო გადაცემა „ეთნო-არტი", სადაც კვირაში 3-ჯერ, 2-3 საათის განმავლობაში ვიყავი პირდაპირ ეთერში. ახლა მიკვირს ხანდახან როგორ ვასწრებდი ამდენს…

-ოცნება…

— ცხოვრებაში ბევრი ოცნება ამხდენია, ვთვლი რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. რაც შეეხება იმას თუ რაზე ვვოცნებობ… დღემდე მინდა მქონდეს იმდენი საშუალება, რომ მეც შევძლო ადამიანების დახმარება, გახარება… არასოდეს მავიწყდება თუ რა გრძნობაა ეს, როცა სრულიად უცხო ადამიანი სიკეთეს გიკეთებს, არც სახელს ამბობს, არც არაფერს ითხოვს, უნდა რომ გაგახაროს… აი, მეც მინდა შევძლო და სხვებს უკან დავუბრუნო ეს სიკეთე და სიხარული…

-რა ხდება პირად ცხოვრებაში?

— ამჟამდ არაფერი. არ მიყვარს პირადზე საუბარი. მიმაჩნია, რომ ის რაც შენი და პირადულია ამის შესახებ საზოგადოებამ არ უნდა იმსჯელოს, არ მიმაჩნია სწორად ასეთ საკითხებზე საჯაროდ საუბარი. მნიშვნელოვანი ჩემს პირადში არაფერი ხდება, მაგრამ როცა მოხდება არც მაშინ ვაპირებ საჯაროდ ამაზე საუბარს… ზოგადად არ ვარ სკანდალური ადამიანი. უფრო წყნარად და მშვიდად მიყვარს ცხოვრება, არასოდეს ვერევი სხვის ცხოვრებაში.

-როგორია თქვენი, როგორც მომღერლის სამომავლო გეგმები?

— როგორც ყველა მომღერალს, მეც რა თქმა უნდა, მაქვს გეგმები, რომელზეც ვმუშაობ. ეს ზაფხული ძალიან აქტიური და დატვირთული მაქვს, ბევრ ქვეყანაში მაქვს დაგეგმილი კონცერტი და იმედია ყველაფერი კარგად იქნება.  გაგიმხელთ და გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია, საზოგადოებამ იხილოს ჩემი პირველი კლიპი, რომელიც, ჩემს ალბომში შესულ ერთ-ერთ სიმღერაზე იგეგმება. სხვა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ…

 

ჯემალ ღამბაშიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0