დასახელდა ძიუდოში საქართველოს მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 8 ძიუდოისტი წარადგენს.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მამაკაცთა შორის ძიუდოში საქართველოს  ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი  ცირეკიძემ დაასახელა ის სპორტსმენები, რომლებიც აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

საბოლოო სიაში რვა ძიუდოისტი მოხვდა. თვალში საცემია ის ფაქტი, რომ მათ შორის არ არის ავთო ჭრიკიშვილი (-90), მისი ადგილი გუნდში უშანგი მარგიანმა დაიკავა.

ჭრიკიშვილი — რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის (2016) ნახევარფინალის მონაწილეა, ამ სეზონზე ის ოპტიმალურ ფორმაში ვერ ჩადგა და მინსკში ახლახან გამართულ ევროპის თასზე მან წარუმატებლად იასპარეზა.

სწორედ ბელარუსში გამართული ეს საერთაშორისო ტურნირი გახდა განმსაზღვრელი ნაკრების სიის შედგენისას.

ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
ძიუდოისტმა ლიპარტელიანმა ევროპის თასი მოიპოვა - ფინალური ბრძოლის ვიდეოკადრები

მამაკაცთა შორის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

(-60 კგ) — ამირან პაინაშვილი

(-66 კგ) — ვაჟა მარგველაშვილი

(-73 კგ) — ლაშა შავდათუაშვილი

(-81 კგ) — ზებედა რეხვიაშვილი

(-90 კგ) — ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი

(-100 კგ) — ვარლამ ლიპარტელიანი

(+100 კგ) — გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში 28 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბრამდე გასტანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0