სპრეით დახატული ნიუ-იორკი და ცნობილი ესპანელი ლამაზმანი ქართველი მხატვრის ობიექტივში

© FB/ La Shaმხატვარი ლაშა ბაღათურია
მხატვარი ლაშა ბაღათურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში" ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ მხატვარს ლაშა ბაღათურიას წარმოგიდგენთ.

ლაშა ბაღათურიამ საქართველოში სამხატვრო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ინტერიერის დიზაინზე იმუშავა. ჯერ კიდევ სამშობლოში დახატა ნახატი სახელწოდებით My dream, რაც მისი ამერიკული ოცნების ვიზუალიზაციად იქცა. მას შემდეგ ერთი უცხოური საიტის საშუალებით აღმოჩნდა ნიუ-იორკის ცენტრში გამართულ მსოფლიო დიზაინერების გამოფენაზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ცნობილი დიზაინერები გაიცნო. დღეს ამერიკულ კოლეჯში სწავლობს და მის გეგმებში ICFF-ის გამოფენაზე ახალი დიზაინის წარდგენა შედის.

© FB/ La Shaმხატვარი ლაშა ბაღათურია
მხატვარი ლაშა ბაღათურია - Sputnik საქართველო
მხატვარი ლაშა ბაღათურია

– ლაშა, საქართველოში რა დაამთავრეთ, როგორი იყო თქვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, შუქ-ჩრდილები?

— საქართველოში ქუთაისის ხანძთელის სამხატვრო ინსტიტუტი დავამთავრე. შემდეგ ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობდი, რამდენიმე ბინის დიზაინი მაქვს გაკეთებული. ამის მერე გადავწყვიტე ეს საქმე მესწავლა და უფრო წარმატებული ვყოფილიყავი. ოცნება მქონდა, რომ ნიუ-იორკში ჩამოვსულიყავი, მესწავლა და ჩემი დიზაინი უფრო დამეხვეწა. მას შემდეგ ნიუ-იორკი ჩემი ოცნება გახდა. ნახატიც კი დავხატე, რომელსაც My dream დავარქვი. მასზე დავხატე საკუთარი თავი ნიუ-იორკისკენ რომ მივისწრაფვი. შემდეგ ერთი უცხოური საიტი – ICFF ვნახე, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრში მსოფლიო დიზაინერების გამოფენას ატარებდა. ეს კომპანია ახალ დიზაინს ეცნობა და მას გამოფენაზე წარადგენს, რათა მსოფლიოს ახალი ნამუშევრები გააცნოს.

© ლაშა ბაღათურიას პირადი არქივილაშა ბაღათურიას ნახატი
ლაშა ბაღათურიას ნახატი - Sputnik საქართველო
ლაშა ბაღათურიას ნახატი

– როგორც ჩანს, ICFF-ის საიტზე დარეგისტრირებით თქვენი ოცნების ქვეყანაში რეალურად გაგეხსნათ გზა?

— ასე გამოდის, რადგან საიტზე დარეგისტრირების მერე ICFF-ისგან მომივიდა მოსაწვევი, რის შემდეგაც ამერიკის ვიზა მივიღე. ეს კომპანია ნიუ-იორკში ინტერიერის დიზაინის გამოფენას ყოველ წელს ატარებს. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან დიზაინერები და საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ. 2015 წლის 15 მაისს ნიუ-იორკში ჩამოვედი და მოვხვდი გამოფენაზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ცნობილი დიზაინერები გავიცანი. ახლა 29 წლის ვარ და ამ გამოფენას უკვე ყოველ წელს ვესწრები. მახსენდება, როცა ამერიკაში პირველად ჩამოვედი, ერთი თვე ავეჯის გადაზიდვაზე ვმუშაობდი, შემდეგ პორტრეტების ხატვა დავიწყე.

© courtesy of Lasha Baghaturiaმხატვარი ლაშა ბაღათურია
მხატვარი ლაშა ბაღათურია - Sputnik საქართველო
მხატვარი ლაშა ბაღათურია

– თუ გახსოვთ, პირველად ვინ დახატეთ?

— მახსოვს, ლონდონელი ტურისტი გოგონა დავხატე. ხატვის დროს ძალიან ვნერვიულობდი. მას შემდეგ სამი თვე ვხატავდი პორტრეტებს და შემდეგ “სპრეით“ ხატვა დავიწყე. დღეს ნიუ-იორკის პეიზაჟებს ვხატავ. როცა საკმარისი თანხა მოვაგროვე, ამერიკულ კოლეჯში ჩავაბარე ინტერიერის დიზაინზე. ამით ჩემი ტურისტული ვიზა სტუდენტურით შეიცვალა. ახლა ვსწავლობ და თან ვმუშაობ, რათა სწავლის თანხა მოვაგროვო.

© ლაშა ბაღათურიას პირადი არქივიმხატვარი ლაშა ბაღათურია
მხატვარი ლაშა ბაღათურია - Sputnik საქართველო
მხატვარი ლაშა ბაღათურია

– როგორ მოგწონთ ამერიკაში სწავლა, რითია ის საქართველოში სწავლისგან განსხვავებული?

— ძალიან მომწონს და ჩემთვის საინტერესოა, და საამაყოა, როცა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებთან ერთად მიწევს სწავლა. მათგან სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ვეცნობი და უცხო ენებს ვსწავლობ – ესპანურს, ფრანგულს და ა.შ. მიყვარს ფოტოების გადაღება, ფოტოგრაფია თავისუფალ დროს ჩემი ჰობია. დავდივარ ქუჩაში და ხალხს ფოტოებს ვუღებ, მერე ზოგ სურათს ვყიდი, ზოგსაც ვაჩუქებ. უკვე მქონდა ჩემი ნახატების რამდენიმე გამოფენა და ახლო მომავალში კიდევ ვაპირებ. სწავლას რომ დავამთავრებ, მინდა ჩემი პროფესიით, ანუ ინტერიერის დიზაინით ვიმუშაო და წარმატებული გავხდე.

© ლაშა ბაღათურიას პირადი არქივიბარსელონელი მომღერალი და მსახიობი ვალერია ბარონი
ბარსელონელი მომღერალი და მსახიობი ვალერია ბარონი - Sputnik საქართველო
ბარსელონელი მომღერალი და მსახიობი ვალერია ბარონი

– დღეს kinghsborough-ის კოლეჯში სწავლობთ, როგორია სწავლის პროცესი, რით განსხვავდება ის საქართველოში სწავლისგან?

— ამერიკაში სწავლას დიდი ყურადღება ექცევა, ლექტორები ცდილობენ სტუდენტებამდე მიიტანონ ცოდნა, პროფესორები ერთსა და იმავე საკითხს ბევრჯერ უბრუნდებიან, ასევე კურსელებიც ცოდნის და განვითარების გამო სწავლობენ და არა დიპლომებისთვის. ეს ფაქტი სწავლის მოთხოვნას და ასევე ხარისხიანი ცოდნის მიღების საწინდარია. მიყვარს ჩემი პროფესია და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბევრი რამ ვისწავლო. ჩემთვის საინტერესოა 3D დიზაინი, ის, თუ როგორ აწყობ რომელიმე შენობის დიზაინს, ფერების შერწყმა და ასე შემდეგ. სტუდენტების მიმართ ლექტორების მეგობრული დამოკიდებულება მაოცებს და მახარებს.

© ლაშა ბაღათურიას პირადი არქივილაშა ბაღათურიას ნახატი
ლაშა ბაღათურიას ნახატი - Sputnik საქართველო
ლაშა ბაღათურიას ნახატი

– ამერიკაში ყოფნის დროს საინტერესო შეხვედრები და შემთხვევები გაიხსენეთ…

— ერთ ამბავს გავიხსენებ: სოჰოში სეირნობის დროს შემთხვევით ერთ-ერთ ცნობილ ბარსელონელ მომღერალსა და მსახიობს Valeria Baron-ს გადავუღე. მერე სასეირნოდ წავედით და ბევრი ფოტო გადავიღეთ. უფრო უკეთ გავიცანით ერთმანეთი. მას შემდეგ დავმეგობრდით და ერთმანეთს ხშირდ ვკითხულობთ, ამიტომ მიყვარს სოჰო, რადგან სოჰოში შეიძლება ისეთ ადამიანს შეხვდე, სრულიად რომ არ ელოდები. ახლო მომავალში მინდა ახალი დიზაინი წარვადგინო ICFF-ის გამოფენაზე, ახალი პროექტი მაქვს წარმოდგენაში და იმედი მაქვს, რომ შევძლებ…

ყველა ახალი ამბავი
0