Google უარს ამბობს ძიების ტექნოლოგიაზე

© AP Photo / Jeff ChiuGoogle
Google - Sputnik საქართველო
გამოწერა
Google-მა ფუნქციაზე იმის გამო თქვა უარი, რომ ამჟამად საძიებო მოთხოვნების 50% მობილურ მოწყობილობებზე მოდის.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. კომპანია Google Inc-ი აპირებს თქვას უარი ე.წ. ცოცხალი ძიების Google Instant-ის ფუნქციაზე, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ გამოცემა Search Engine Land-ზე დაყრდნობით.

Google — ინტერნეტის უდიდესი საძიებო სისტემაა და მას თვეში 28 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

კორპორაცია მუდმივად სრულყოფს საძიებო ალგორითმებსა და შედეგების ატვირთვის მექანიზმებს. კიდევ ერთი სიახლის შესახებ ივლისის ბოლოს გახდა ცნობილი — Google უარს იტყვის Instant-ის ტექნოლოგიაზე, რომელიც მომხმარებლის შეკითხვის გამოცნობას ახერხებდა და ჯერ კიდევ მისი აკრეფის დროს პასუხების ვარიანტებს სთავაზობდა.

კომპიუტერი - Sputnik საქართველო
"კასპერსკის ლაბორატორია" უფასო ანტივირუსს აამოქმედებს

„იმ დროიდან მობილური მოწყობილობებიდან უამრავი საძიებო მოთხოვნა შემოვიდა, რაც გამოსახულების, ინფორმაციის შეყვანისა და გაცვლის კუთხით სხვადასხვა შეზღუდვებს მოითხოვდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვრთოთ Google Instant-ი, რათა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ძიება უფრო სწრაფი ყველა მოწყობილობაზე გახდეს“, — განუცხადა გამოცემას კომპანიის წარმომადგენელმა.

Google Instant-ი თავდაპირველად მოწინავე ტექნოლოგიად მიიჩნეოდა — სწავლის პროცესში მყოფი მანქანა მომხმარებლის ინტერესების გამოცნობას სწავლობდა და მას ყველა საჭირო მინიშნებას სთავაზობდა. როდესაც Google ტექნოლოგიაზე უარს იტყვის, საძიებო სისტემა შედეგებს მხოლოდ მოთხოვნის სრული აკრეფის შემდეგ ატვირთავს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0