თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. "კასპერსკის ლაბორატორიის" წელიწადნახევრიანი მუშაობა დასრულდა — კომპანია მთელ მსოფლიოში უფასო ანტივირუსს აამოქმედებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
"გვაქვს შესანიშნავი სიახლე — ვაცხადებთ უფასო ანტივირუსის Kaspersky Free მსოფლიო გლობალური ამოქმედების შესახებ! ყველა მსურველისთვის "უანგაროდ, ანუ საჩუქრად", — აღნიშნულია კომპანიის გენერალური დირექტორის ევგენი კასპერსკის განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ Kaspersky Free "კონკურენციას" არ გაუწევს ფასიან ვერსიებს.
"გასულ წელს პროდუქტი წარმატებით იყო პილოტირებული რუსეთ-უკრაინა-ბელორუსის რეგიონში, ჩინეთში, ასევე "ნორდიქსში (დანია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი)", — აღნიშნულია ვებ-გვერდზე.
უფასო ანტივირუსი ეტაპობრივად ამოქმედდება. პირველად ახალი მომსახურებით სარგებლობა ივლისში შეუძლიათ აშშ-ის, კანადისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მრავალ ქვეყანას ყაზახეთის ჩათვლით. სექტემბერში Kaspersky Free ამუშავდება ინდოეთში, ჰონგ-კონგში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, თურქეთსა და ლათინურ ამერიკაში. ევროპის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის რიგი ოქტომბერში დადგება.
"კასპერსკის ლაბორატორიის" გეგმის მიხედვით, ანტივირუსი 2017 წლის ბოლომდე ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი.