თბილისმა კვლავ მოითხოვა ოთხოზორიას მკვლელობისთვის ბრალდებულის გადმოცემა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, ვახტანგ გორგასლის ძეგლი
თბილისი, ვახტანგ გორგასლის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიგა ოთხოზორია აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა მოკლა.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემა მოსთხოვა, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სოხუმი - Sputnik საქართველო
აფხაზეთში ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის საქმე დახურეს

2016 წლის 19 მაისს ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს სოფელ ხურჩაში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს. ორი დღის შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებული დაასახელა — აფხაზეთის დე–ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი რაშიდ კანჯი-ოღლი. კანჯი-ოღლის სისხლის სამართლის დევნა აფხაზეთში  მაისში შეწყდა.

„ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს კვლავაც შევახსენეთ, რომ ამ საქმის ლოგიკური გაგრძელება დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა. არ მომხდარა მკვლელობაში მსჯავრდებული პირის, კანჯი ოღლის დაკავება“, — განუცხადა ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის მონაწილეებმა აგრეთვე  განიხილეს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლების — არჩილ და პაატა როგავების თითქოსდა საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავების საკითხი. მათი სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართება.

INTERPOL - Sputnik საქართველო
ინტერპოლმა გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ძებნა გამოაცხადა

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ მათ უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) გამართულ შეხვედრებში ოფიციალური თბილისის,  მოსკოვის, აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლების,  საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) და ეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ინციდენტების ერთობლივი პრევენციის მექანიზმის შემუშავების წინადადებებში კონსენსუსი მიღწეულია 2009 წლის 17-18 თებერვალს, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე.

ყველა ახალი ამბავი
0