ავღანეთში თალიბების თავდასხმისას ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

გამოწერა
რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკები სამხედრო ბანაკს თავს დაესხნენ.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ავღანეთში, ყანდაგარის პროვინციაში სამხედრო ბანაკზე „თალიბანის“ ბოევიკების თავდასხმისას სამშვიდო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ (Resolute Support) მონაწილე ქართველი სამხედროები არ დაშავებულან,  იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ქართველი ჯარისკაცების როტაცია ავღანეთში - Sputnik საქართველო
საქართველო ავღანეთში მშვიდობისმყოფელთა როტაციას ასრულებს

ყანდაგარში სამხედრო ბანაკზე ტერორისტების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს გაავრცელა РИА Новости-მ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ გენერალ დავლატ ვაზირიზე დაყრდნობით. ვაზირის მონაცემებით, დაიღუპა 26 ავღანელი სამხედრო, 13 ადამიანი დაჭრილია.

„იმ ტერიტორიაზე [ქართველი სამხედროები] არ ყოფილან. არცერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა“, — განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა.

ნატოს სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიფში 12 000 სამხედრო განთავსდა. ქართული მხრიდან მისიაში 870 სამხედრო მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0