საქართველო და ისრაელი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას გამართავენ

© FB / Giorgi Kvirikashviliრეუვენ რივლინი და გიორგი კვირიკაშვილი
რეუვენ რივლინი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისიის სხდომაზე მხარეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, განათლება და უსაფრთხოება.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოში შემოდგომაზე საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან შეხვედრის შედეგების შეჯამებისას.

კვირიკაშვილი ისრაელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრემიერი უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამენ ნეთანიაჰუსა და პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქს თეოფილოს III-ს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან, ასევე — ქნესეთის ოპოზიციის ლიდერ ისააკ ჰერცოგთან.

გიორგი კვირიკაშვილი და ბენიამინ ნეთანიაჰუ - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ისრაელის პრემიერებმა ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდა განიხილეს

"შემოდგომაზე კი ჩვენ ვუმასპინძლებთ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას, რათა განვიხილოთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, განათლება თუ უსაფრთხოება. ჩვენ ვდგავართ მსგავსი გამოწვევების წინაშე და ჩვენ უნდა ვისწავლოთ თქვენი გამოცდილებიდან", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე.

"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ 150 000 ტურისტს ისრაელიდან, რომელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია ბევრ სფეროში", — აღნიშნა მან.

რივლინთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერის მრჩეველი საგარეო საკითხებში თედო ჯაფარიძე.

გიორგი კვირიკაშვილი ისრაელში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ისრაელში ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა

"ისრაელში საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს და საქართველოშიც არის საკმაოდ დიდი ებრაული დიასპორა. ჩვენს ერებს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. საქართველოდან ისრაელში და პირიქით, ისრაელიდან საქართველოში ყოველწლიურად 150 000 ტურისტი მოგზაურობს. ეს კავშირები ჩვენ ძალიან გვახარებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და უსაფრთხოების სფეროებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის", — მიმართა ისრაელის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერს.

რივლინის თქმით, ისრაელი იმედის თვალით შეჰყურებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფართოებას.

კვირიკაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციაში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0