მსოფლიოს ყველა უძლიერესი მოჭადრაკე სექტემბერში თბილისში ჩამოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliგოგონა ჭადრაკის ფიგურებით თამაშობს
გოგონა ჭადრაკის ფიგურებით თამაშობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, ვიცე-ჩემპიონი, აგრეთვე საჭადრაკო გვირგვინის გათამაშების შემდეგ ყველა ნახევარფინალისტი.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 128 მოჭადრაკის სია, რომლებმაც დაადასტურეს მონაწილეობა ჭადრაკის მსოფლიო თასის გათამაშებაში. მათ შორისაა მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი.

მსოფლიო თასი თბილისში მამაკაცებს შორის 2-27 სექტემბერს ჩატარდება. მსოფლიო თასების ჩატარების ისტორიაში პირველად იასპარეზებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, რაც ორგანიზატორებისთვის დიდი სიურპრიზი გახდა, იუწყება რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ძაგნიძე დამარცხდა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში

შეჯიბრება ნოკაუტ-სისტემით ტარდება: ორ კლასიკურ პარტიაში თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში მეტოქეებს ელით ტაი-ბრეიკი — რაპიდი, ბლიცი და, საჭიროების შემთხვევაში, "არმაგედონი". ფინალში ოთხი კლასიკური პარტია ჩატარდება. მსოფლიო თასის მფლობელი და მეორე ფინალისტი 2018 წლის პრეტენდენტების ტურნირზე საგზურებს მოიპოვებენ.

სატურნირო "ბადე", რომელიც მოთამაშეების მიმდინარე რეიტინგების შესაბამისად შედგება, მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ტურნირზე საქართველოს ოთხი მოჭადრაკე წარმოადგენს — ვაჟებიდან – ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია, ასევე მონაწილეობას მიიღებს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე.

ყველა ახალი ამბავი
0