ძაგნიძე დამარცხდა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში

© FIDEნანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანა ძაგნიძემ და ინდოელმა მოჭადრაკემ თითო გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ ქართველი დიდოსტატი ტაი–ბრეიკზე დამარცხდა.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ჭადრაკის საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ თეირანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალის სტადია ვერ გადალახა, იუწყება FIDE–ს ოფიციალური ვებგვერდი.

ნახევარფინალში გასვლაზე ძაგნიძის მეტოქე ინდოელი ჰარიკა დრონავალი იყო. პირველ პარტიაში, თეთრებით თამაშისას, ინდოელმა ქართველს 39–ე სვლაზე მოუგო.

მეოთხედფინალის მეორე მათში ძაგნიძემ რევანში აიღო და საერთო ანგარიში 1:1 გახდა.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ძაგნიძე ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

დაპირისპირების გამარჯვებული ტაი–ბრეიკზე გამოვლინდა, სადაც უფრო ძლიერი დრონავალი აღმოჩნდა.

ფინალში გასვლაზე დრონავალი ჩინეთის წარმომადგენელს ტან ჟონგუის შეხვდება. ნახევარფინალის მეორე წყვილი — რუსი ალექსანდრა კოსტენიუკი და უკრაინელი ანა მუზიჩუკი.

მსოფლიო ჩემპიონატი ოთხ მარტამდე გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0