თბილისის მერმა სამშენებლო კომპანიები დაუდევრობაში დაადანაშაულა

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი ობიექტების მშენებლობა თბილისში
ახალი ობიექტების მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მშენებარე სახლის მეცხრე სართულიდან 27 წლის მშენებელი გადმოვარდა.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, რადგან სამშენებლო კომპანიები ხშირად დაუდევრად იქცევიან, განუცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს.

ასეთი კომენტარი გააკეთა ნარმანიამ თბილისში მშენებარე სახლის მეცხრე სართულიდან 27 წლის ახალგაზრდის ჩამოვარდნის თაობაზე. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

"რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ეს გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ახალი კანონმდებლობით, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. მანამდე, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე დაცული იყოს მინიმალურად აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები", — აღნიშნა ნარმანიამ.

ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
მშენებელი თბილისში მშენებარე სახლის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების თემა საქართველოში ძალზე აქტუალურია. ივნისის ბოლოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა შეიმუშავეს ახალი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების სავალდებულო წესების შემოღებას ითვალისწინებს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

მხოლოდ 2016 წელს დაიღუპა 58 ადამიანი და დაშავდა 84. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წლის დასაწყისიდან დაიღუპა 8 და დაშავდა 10 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0