მშენებელი თბილისში მშენებარე სახლის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

© photo: Sputnikახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა თბილისში
ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. დიდ დიღომში მშენებარე სახლის მეცხრე სართულიდან 27 წლის მშენებელი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობენ პოლიციის თანამშრომლები.

საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგები", რაც ისჯება ხუთ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, ან საქმიანობის უფლების აკრძალვით 3 წლამდე.

მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი ამოქმედდება

სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების თემა საქართველოში ძალზე აქტუალურია. ივნისის ბოლოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა შეიმუშავეს ახალი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების სავალდებულო წესების შემოღებას ითვალისწინებს.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

მხოლოდ 2016 წელს დაიღუპა 58 ადამიანი და დაშავდა 84. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წლის დასაწყისიდან დაიღუპა 8 და დაშავდა 10 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0