თბილისში რუსული ჯგუფი Motorama იმღერებს

გამოწერა
როსტოვული ჯგუფის გამოსვლა თბილისში მუსიკალური პროექტ Muzame-ს ფარგლებში ჩატარდება.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. რუსეთის ცნობილი ჯგუფი Motorama, რომელიც პოსტპანკის, ინდი-როკის და ტვი-პოპის სტილში მღერის, თბილისში ოთხშაბათს — 26 ივლისს წარდგება.

კონცერტი ჩატარდება კლუბ Space Hall-ში (აკ. წერეთლის, 2), 20:00 საათზე, მუსიკალური პროექტ Muzame-ს ფარგლებში.

იგივე სახელწოდების პრომოუტერული კომპანიის პროექტი თანამედროვე მუსიკის ქართველ მოყვარულებს სთავაზობს ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების ცოცხალ შესრულებას. პროექტ Muzame-ს ფარგლებში თბილისში უკვე წარდგნენ ისეთი არტისტები, როგორებიცაა Xiu Xiu, The Irrepressibles, Jay-Jay Johanson, Psychic TV, Molly Nilsson, სტეფანე მღებრიშვილი და სხვ.

ერისიონის რეპეტიცია - Sputnik საქართველო
ანსამბლი „ერისიონი" Black Sea Arena-ზე 1 აგვისტოს წარდგება

როსტოვულ ჯგუფთან ერთად სცენაზე ასევე წარდგება BeQa Kundalini — ქართული ალტერნატიული მუსიკის თანამედროვე შემსრულებელი.

ჯგუფი Motorama დონის როსტოვში 2005 წელს ჩამოყალიბდა და მოკლე ხანში პოპულარული გახდა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჯგუფს გამოშვებული აქვს ოთხი ალბომი, ორი მინი-ალბომი და ხუთი სინგლი. მის შემადგენლობაში არიან ვოკალისტი და გიტარისტი ვლადისლავ პარშინი, ბას-გიტარისტი ირინა პარშინა, მაქსიმ პოლივანოვი (გიტარა) და ოლეგ ჩერნოვი (დასარტყამი ინსტრუმენტები).

Motorama-ს რეპერტუარში მხოლოდ ინგლისურენოვანი სიმღერები არის. მუსიკოსები აქტიურად მოგზაურობენ გასტროლებზე რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში.

ეს Motorama-ს საქართველოში გამოსვლის პირველი შემთხვევა არ არის. რუსი მუსიკოსები საქართველოში 2013 წლის ივნისში Oasis Festival-ზე იმყოფებოდნენ, რომელიც მცხეთაში გაიმართა, ასევე 2016 წელს ფესტივალ Tbilisi Open Air —ზე.

ყველა ახალი ამბავი
0