თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი" შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე 1 აგვისტოს წარდგება.
„ერისიონი" წარმოადგენს სიმღერისა და ცეკვის განახლებულ შოუ–პროგრამას „ქართული საგანძური", იუწყებიან ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს კონცერტების ქართული სერია Black Sea Arena-ზე ამ ანსამბლის გამოსვლით გაიხსნა. ანსამბლი წელსაც აგრძელებს ტრადიციას. წარმოდგენა გაიმართება სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას ემსახურება.
გარდა ამისა, 29 ივლისს „ერისიონი" წარდგება მესტიაში, რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალზე „ფუძეობა".
ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაარსდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.