საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს რიგგარეშე სესიაზე განიხილავს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში
საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო შესწორებებს კანონში "თვითმმართველობის შესახებ", ასევე შესწორებებს საარჩევნო კოდექსში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩამოყალიბების წესის შესახებ.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესიაზე განიხილავს. საუბარია პრეზიდენტის ვეტოზე ორ დოკუმენტზე, რომლებიც დეპუტატებმა ივნისში მიიღეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ამჟამად პარლამენტი შვებულებაშია, ხოლო საშემოდგომო სესია მხოლოდ სექტემბერში დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები, რომელთაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, ვეტოს დაძლევას აპირებენ.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებაზე უარი განაცხადა

"საქართველოს პრეზიდენტს დღეს მივმართავთ თხოვნით, რომ 26 ივლისს, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს მოწვეული იქნეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მარგველაშვილმა ვეტო დაადო შესწორებებს კანონში "თვითმმართველობის შესახებ", რომლის თანახმად, აგვისტოში თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 12-დან 7 ქალაქს უნდა შეუჩერდეს.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსს კარგავენ ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი. ეს სტატუსი მათ 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინ მიიღეს. ამავე პაკეტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსს ინარჩუნებენ თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი.

ცვლილებების თანახმად, 1 აგვისტოდან ასევე უქმდება რაიონის გამგებლის თანამდებობა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირს წარმოადგენს. სანაცვლოდ გაჩნდება რაიონის მერის თანამდებობა, რომელიც თვითმმართველი ქალაქების მერებთან ერთად პირდაპირი კენჭისყრის გზით ოთხწლიანი ვადით აირჩევა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ასევე "საარჩევნო კოდექსში" ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ფორმირების წესის შესახებ შესატან ცვლილებებს. ცვლილებების თანახმად, ცესკოში არსებული ადგილები განაწილდება არა იმ პარტიებს შორის, რომლებიც საპარლამენტო ან ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ, არამედ იმ პარტიებს შორის, რომლებიც პარლამენტში შევლენ და ფრაქციებს შექმნიან.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს შესახებ „ქართული ოცნების" კანონპროექტი დაიწუნა

ამასთან, თუ აქამდე ადგილები თანაბრად იყოფოდა იმ შვიდ პარტიას შორის, რომელიც ყველაზე მეტ სახელმწიფო დაფინანსებას იღებდა, ცვლილებების თანახმად, ადგილები მიღებული ხმების შესაბამისად უნდა განაწილდეს.

ვეტოს უფლების გამოყენება პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმაც სთხოვეს, რომლებიც მანამდე მას შეხვდნენ და საკუთარი არგუმენტები გააცნეს.

კანონის თანახმად, პრეზიდენტი კანონპროექტს პარლამენტს დაუბრუნებს, რომელიც შენიშვნებს განიხილავს და კენჭს უყრის. თუმცა, მმართველ პარტიას "ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს" პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები გააჩნია.

საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0