თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ქალაქ ფოთში შაბათ დილიდან სახალხო დღესასწაული „ფაზისობა“ აღინიშნება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი.
Sputnik საქართველოს კორეპონდენტის ცნობით, ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეტარში, ფოთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საპატიო მოქალაქის ჯილდო 20-მდე ადამიანს გადაეცა. მათ შორის საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრს — სოზარ სუბარს.
„ფაზისობის“ დღესასწაულზე, საერთაშორისო კვესტი (თამაში) სახელწოდებით „ქალაქის საგანძური“ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. თამაში სათავგადასავლო და შემეცნებითი ხასიათისაა.
„ფაზისობა 2017“ წელს საგანმანათლებლო კონფერენციას, გამოფენებს, ფლეშმობებს, კონცერტებს მოიცავს.
„ფაზისობა 2017“ გალა კონცერტით დასრულდება,რომელიც ცენტრალურ პარკში გაიმართება.