თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ოჯახის წევრები ეძებენ თურქეთში დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს პაატა მძევარიშვილს, რომელიც უკვე მეოთხე დღეა მათ არ უკავშირდება, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
არსებული ინფორმაციით, კასპის რაიონის სოფელ კავთისხევის მკვიდრი 14 ივლისს სამსახურის დაწყების მიზნით თურქეთში გაემგზავრა. თუმცა მალევე გადაიფიქრა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მძევარიშვილი 18 ივლისს ქალაქ რიზეში საქართველოში მომავალ ავტობუსში ჩაჯდა, მაგრამ საზღვარზე არ გადმოსულა.
ოჯახი დახმარებას ითხოვს. 35 წლის მამაკაცს სამი შვილი ჰყავს.