ქართველ მოჭიდავეს პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი გადასცეს

© Georgian National Olympic Committeeმოჭიდავე გიორგი გოგშელიძე
მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოჭიდავე პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი მას შემდეგ გახდა, რაც ყაზახ სპორტსმენს, სისხლში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ, დისკვალიფიკაცია მისცეს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა, აღნიშნულია საქართველოს სპორტის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მედლის გადაცემის ცერემონია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) ოფისში გაიმართა.

გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოჭიდავეებმა თბილისის გრან-პრიზე რვა ოქროს მედალი მოიპოვეს

2008 წლის ოლიმპიადაზე გოგშელიძემ 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თუმცა, 2008 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორს, ყაზახ მოჭიდავე თეიმურაზ თიგიევს განმეორებითი დოპინგ-სინჯის დროს სისხლში აკრძალული პრეპარატის „ტურინაბოლის“ კვალი აღმოუჩინეს.

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ყაზახი სპორტსმენის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) გოგშელიძეს პეკინის ოლიმპიური ვერცხლი მიანიჭა.

ბრინჯაო, თავის მხრივ, კუბელ მიშელ ბატისტას გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0