ქართველმა მოჭიდავეებმა თბილისის გრან-პრიზე რვა ოქროს მედალი მოიპოვეს

© AP Photo / Petr David Josekგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ნაკრების მწვრთნელთა შტაბი თბილისში გამართულ ჭიდაობის გრან-პრის ეტაპს პარიზის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებად განიხილავს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის გრან-პრის თბილისის ეტაპზე რვა ოქროს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:

თავისუფალი  სტილით ჭიდაობა:

ბექა ლომთაძე (-57 კგ)

ჯუმბერ ყველაშვილი (-74 კგ)

გენო პეტრიაშვილი (-125 კგ)

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა:

შმაგი ბოლქვაძე (-71 კგ)

ნიკოლოზ კელასოვი (-80 კგ)

რობერტ ქობლიაშვილი (-85 კგ)

რევაზ ნადარეიშვილი (-98 კგ)

იაკობ ქაჯაია (-130 კგ)

ბერძნულ–რომაული ჭიდაობა - Sputnik საქართველო
ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ბრინჯაო მოიპოვეს

უმაღლესი სინჯის რვა ჯილდოს გარდა, შეჯიბრების მასპინძლებმა ოთხი ვერცხლის და 13 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამგვარად, ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე სულ 25 მედალია — თავისუფალ სტილში — 13, ხოლო ბერძნულ-რომაულში – 12.

ამ მაჩვენებლებით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდური ჩათვლა მოიგო და სომხეთისა და ირანის გუნდებს გაუსწრო.

საქართველოს ნაკრებისათვის თბილისის გრან-პრი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია. ჩემპიონატი პარიზში 21-26 აგვისტოს გაიმართება.

გივი კარტოზია და ვახტანგ ბალავაძე — წარსულში ცნობილი მოჭიდავეები იყვნენ. კარტოზია მელბურნის ოლიმპიური ჩემპიონი (1956), რომის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1960) და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. ბალავაძე — თავისუფალ ჭიდაობაში მელბურნის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1956), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობების ორგზის ვერცხლის პრიზიორი.

ყველა ახალი ამბავი
0